ქართული ოცნების მტკიცებით, საქართველოში მშვიდობის გარანტების მიღება გართულდება , ვიდრე 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტი და მასთან დაკავშირებული პარტიები პოლიტიკურ ველს არ ჩამოშორდებიან. სწორედ ამ მიზეზით მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების სახელით ნაციონალური მოძრაობისა და მისივე სიტყვებით ამ გუნდის სატელიტიტი პარტიების აკრძალვა დაანონსა და აქვე დასძინა, რომ ამ ქმედებით ქართული ოცნება ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებსაც ქართული ოცნება აკრძალვით ემუქრება, მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის ლიდერები ახლა სასოწარკვეთილნი არიან, რადგან არცევნებიდან 6 თვის შემდეგაც საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს და ფართომასშტაბური სანქციების წნეხის ქვეშ იმყოფებიან.