პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარია დააკავეს - Palitra News

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარია დააკავეს

2025-03-28 20:09:43+04:00

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებელად შეკრიბნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.