კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს - Palitra News

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

2025-03-28 15:46:36+04:00

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, იარაღის უკანონოდ ვაჭრობის, ძარცვისა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრობის ბრალდებით იძებნებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველების მიერ, მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება.