„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის ემზადება. მმართველ პარტიაში გეგმავენ, რომ სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორც თავად ამბობენ, მისი სატელიტი პარტიები აიკრძალოს. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამავდროულად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ სარჩელს ოპოზიციური პარტიების დევნად აფასებენ. უფრო კონკრეტულად რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.