მიანმარის ექვს რეგიონში, მიწისძვრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - Palitra News

მიანმარის ექვს რეგიონში, მიწისძვრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

2025-03-28 14:11:52+04:00

მიანმარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების გამო, ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა ავრცელებს ფოტოებს მიანმარის დედაქალაქ ნაიპიდავიდან და სიდიდით მეორე ქალაქ მანდალეიდან, რომლებზედაც ჩანს დაზიანებული და დანგრეული შენობები და გზები.

ცნობისთვის, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგის ჩრდილო-დასავლეთით 16 კმ-ში დაფიქსირდა, მეორის კი - საგაინგიდან სამხრეთით 18 კილომეტრში.

მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. მაშველები მშენებლობაზე დასაქმებულ 43 მუშას ეძებენ.