"ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

"ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-03-28 12:37:37+04:00

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის ემზადება. მმართველ პარტიაში გეგმავენ, რომ სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს - აღნიშნული სარჩელი კი „ნაციონალური მოძრაობისა“ და როგორც თავად ამბობენ, მისი სატელიტი პარტიებს გაუქმებას მოითხოვს. „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, რაც, მათივე შეფასებით, სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე უპასუხეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ისინი დაანინსებულ სარჩელს ოპოზიციური პარტიების დევნად აფასებენ.