სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა. დოკუმენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და იმ პირების დასანქცირებას ითვალისწინებს, რომლებიც დოკუმენტში არსებული ჩანაწერის თანახმად, ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრიან. თავის მხრივ, ქართული ოპოზიციისთვის აქტში ასახული დებულებები მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს. მმართველი გუნდისთვის კი, „მეგობარი აქტი“ საინტერესო არ არის. ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ამას თავად ამბობენ, აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას ელოდებიან. „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა. კანონის ძალაში შესასვლელად, ის კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა. კონკრეტულად რას ითვალისწინებს აღნიშნული აქტი და როგორ გამოეხმაურნენ ამ თემას თბილისში.