ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ლუკაშენკოს რეპრესიული რეჟიმის კონტექსტში ევროკავშირი კიდევ 25 პირს და 7 ორგანიზაციას ასანქცირებს - Palitra News

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ლუკაშენკოს რეპრესიული რეჟიმის კონტექსტში ევროკავშირი კიდევ 25 პირს და 7 ორგანიზაციას ასანქცირებს

2025-03-28 09:42:36+04:00

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ლუკაშენკოს რეპრესიული რეჟიმის კონტექსტში ევროკავშირი კიდევ 25 პირს და 7 ორგანიზაციას ასანქცირებს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. სანქციების ქვეშ მოექცნენ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია, კერძოდ, მისი თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და კომისიის წევრები. სანქცირებულთა სიაში მოხვდა ოლეგ რომანოვიც, ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ბელარუსის პარლამენტში მანდატების უმრავლესობა უკავია. ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ასევე შეეხო სხვა კომპანიებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს მხარს უჭერენ ან მისგან სარგებელს იღებენ. ამ მომენტისთვის, საერთო ჯამში ევროკავშირის სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ 310 პირსა და 46 ორგანიზაციას ეხება.