უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ევროპისა და აშშ-ის გაყოფა სურს, ხოლო კრემლის მთელი მანქანა ამის გამო უკვე წლები აქტიურ რეჟიმში მუშაობს. “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჭიროა, აშშ რუსეთთან დაკავშირებით მეტად ძლიერი იყოს. ამასთან, ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე შტატებში ჯერჯერობით მხოლოდ იგეგმება მისი ვიზიტი. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების პირობები მუდმივად იცვლება.