საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 31 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 31 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

2025-03-28 09:37:05+04:00

ვის რა მოლოდინი აქვს 31 მარტთან დაკავშირებით. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 31 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. პოლიტიკური პარტიები ყურადღებას საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ. ისინი ამბობენ, რომ 31 მარტს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, თუ სად დგას ჩვენი ქვეყანა და პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები ახორციელებენ.