რუსთაველის გამზირი, მოქალაქეთა ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, 120-ე დღესაც გადაიკეტა. აქციის მონაწილეთა თანამოაზრეებს მოუწოდებდა, რომ დანარჩენი მოქალაქეების მოსვლამდე გზა არ გადაკეტილიყო. დემონსტრანტებს ადგილზე სხვადასხვა აღჭურვილობა, მათ შორის დროშები და ბანერები ჰქონდათ მიტანილი. პროტესტს რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარშიც შეუერთდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე დაკავებული პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და ქვეყანა პროდასავლურ კურსს არ დაუბრუნდება.