უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხზე მსჯელობა და რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დამთავრების პერსპექტივა - საფრანგეთში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე ომში მყოფი უკრაინის მდგომარეობა დეტალურად განიხილეს. ლიდერები ერთი მთავარი მიზნის - რუსეთის აგრესიის შეჩერების გარშემო ერთიანდებიან და აცხადებენ, რომ ომის მიმდინარეობის პროცესში უკრაინის დასახმარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ. სამიტს საფრანგეთმა უმასპინძლა, სადაც სპეციალური მიწვევით ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკიც. ამავდროულად, აშშ-ში გეგმავენ რუსეთის მიერ დონალდ ტრამპისთვის წარდგენილი მოთხოვნების გადახედვას - რა გზავნილები აქვთ ამერიკელ და ევროპელ ლიდერებს და რას ამბობს რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხზე უკრაინის პრეზიდენტი?