საქართველოში გამწვავებული პოლარიზაციის, დემოკრატიული უკუსვლის, პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიისა და საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლის გამო ევროპის საბჭოს კონგრესი შეშფოთებას გამოთქვამს. კონგრესში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას ეხება, მხარდაჭერა 101-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 10-ი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 3-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დოკუმენტში არსებულ ჩანაწერებს უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსები