ხაშურის რკინიგზის მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდან გადმოვარდა და დაიღუპა - Palitra News

ხაშურის რკინიგზის მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდან გადმოვარდა და დაიღუპა

2025-03-27 17:40:14+04:00

ხაშურის რკინიგზის მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდან გადმოვარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მემანქანე გაჩერებული ტრანსპორტიდან გადმოვარდა, თავი ლიანდაგს დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე დამატებით დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.