საქართველოში გაღრმავებული პოლარიზაცია, დემოკრატიული უკუსვლა, თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესია და საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლა, - ყველა ამ პუნქტზე ევროპის საბჭოს კონგრესი შეშფოთებას გამოთქვამს - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები - Palitra News

საქართველოში გაღრმავებული პოლარიზაცია, დემოკრატიული უკუსვლა, თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესია და საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლა, - ყველა ამ პუნქტზე ევროპის საბჭოს კონგრესი შეშფოთებას გამოთქვამს - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები

2025-03-27 15:53:30+04:00

საქართველოში გაღრმავებული პოლარიზაცია, დემოკრატიული უკუსვლა, თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესია და საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლა, - ყველა ამ პუნქტზე ევროპის საბჭოს კონგრესი შეშფოთებას გამოთქვამს. გუშინ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობას ეხება მხარდაჭერა 101 მა დეპუტატმა გამოუცხადა, 10 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო სამმა თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათვქმია,რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონისა და “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მზარდი დაშინების საკითხი. დოკუმენტის შინაარსი განასკვირი არ ყოფილა ოპოზიციისთვის, თუმცა მიუღებელი აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის.