16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თბილისის შემოვლითი გზის 10.9-კილომეტრიანი პროექტის საჯარო განხილვაზე განაცხადი წარუდგინა. თბილისის ახალი შემოვლითი გზა დაიწყება ჟინვალიდან, ამავე სამუშაოების ფარგლებში მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან გაიჭრება ახალი გვირაბი, შემდეგ მაგისტრალი გვერდს აუვლის თბილისის ზღვას, გაივლის დიდი ლილოს მიმდებარედ და დაუკავშირდება რუსთავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჯამში 4 კვანძი, 16 სამანქანო და 2 საფეხმავლო ხიდი. მხოლოდ ამ ლოტის ღირებულება, უფრო სწორად კი საინვესტიციო ხარჯები გზების დეპარტამენტს თითქმის მილიარდ ნახევრად ლარად აქვს შეფასებული, რომლის დაფინანსებაც ნაწილობრივ აზიის განვითარების ბანკიდან აღებული სესხით მოხდება.