საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს. ფრენები ციურიხი - თბილისი - ციურიხის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას იფრენს.
როგორც Edelweiss Air-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ფრენები აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით შესრულება.რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, 12 აპრილის რეისზე 268 ევროს შეადგენს. თუმცა, ფასის დიაპაზონი ცვლადია და საშუალოდ, 189 ევროდან 393 ევრომდე მერყეობს. //////////
კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა მცირდება.
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის თებერვლის ბოლოსათვის 57 მილიარდ 979 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 978 მლნ ლარით, ანუ 5.7%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარში ბანკებში განთავსებული ანაბრების მოცულობა 59 მილიარდ ლარს აღწევდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი კლება უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებს შეეხო, რაც სავარაუდოდ, თებერვალში იანვართან შედარებით ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტია. სებ-ის სტატისტიკით თებერვალში, უცხოურ ვალუტაში განთავსებული იყო 30 მილიარდ 788 მილიონი ლარის დეპოზიტები, მაშინ, როცა იანვარში ეს მაჩვენებელი 31 მილიარდ 465 მილიონ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებს, იანვარში 27 მილიარდ ლარს აჭარბებდა. თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.11% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.81% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.96%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 42.5% , ხოლო ევროს წილმა 9.95% შეადგინა.