სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და ისტორიული ტაძრები დაიწვა - Palitra News

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და ისტორიული ტაძრები დაიწვა

2025-03-27 12:43:00+04:00

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და ისტორიული ტაძრები დაიწვა, - უცხოური გამოცემების ცნობით, ხანძარი ყოველწუთიერად ძლიერდება. ხანძრის შედეგად 33 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა ან ჯერ კიდევ იწვის, რაც მას სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძრად აქცევს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ტყის ხანძრების უპრეცედენტო სწრაფი გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა კრიტიკულ სიტუაციაშია. ქვეყანა, მთიანი რელიეფის გამო, ტყის ხანძრებს ვერტმფრენების დახმარებით ებრძვის. უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამ რეგიონში 120-ზე მეტი ვერტმფრენია განლაგებული.