ნუმენორის დაცემა ცნობილი ინგლისელი მწერლის ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანია, რომელიც მოიცავს მეორე ეპოქასთან დაკავშირებულ თხზულებებს. წიგნი ბრაიან სიბლის რედაქტორობითა და ალან ლის ილუსტრაციებით 2022 წლის 15 ნოემბერს გამომცემლობა HarperCollins-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნში მოვლენები ვითარდება შუახმელეთის მეორე ეპოქაში, ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებელში მოთხრობილ მოვლენებამდე რამდენიმე ათასი წლით. ნაწარმოებში მოთხრობილია ვალარების მიერ კუნძულ ნუმენორის დაარსების ისტორია , განადგურების ქრონიკები , ძალაუფლების ბეჭდების შექმნის და საურონის წინააღმდეგ უკანასკნელი ალიანსის ჩამოყალიბების ამბავი , რითიც მერე ეპოქა დასრულდა.ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია , ის ავტორია 200 მდე პუბლიკაციის , მათ შორის 37 წიგნის.
ტოლკინი1892 წლის 3 იანვარტს, ბლუმფონტეინში, სამხრეთ აფრიკაში დაიბადა. ის ბავშვობიდან ყველაზე დიდ ინტერესს ენების მიმართ იჩენდა , მან საკუთარი პირადი სიტყვები და ანბანიც კი შექმნა პირველ ენაზე , რომელსაც ნაფარინი უწოდა. ის ასევე ეუფლებოდა შუასაუკუნოვან ლიტერატურას და მკვდარ ენებს , რამაც დასაბამი დაუდო მის როგორც მწერლის განვითარებას.
ტოლკინი არაერთი ჯილდოს მფლობელია , მათ შორის ჰიუგოს , ლოკუსის , ბელროგისა და მითიური ჟანრის მწერლობის პრემიების
2022 წელს წიგნის სიუჟეტის მიხედვით prime video-მ გადაიღო ტელესერიალი , სახელწოდებით „ძალაუფლების ბეჭდები“ , რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ტელემაყურებელში და პირველი სამი სერიის ნახვებმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2023 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.