სტამბოლის ოპოზიციური მერის დაპატიმრების შემდეგ, ქვეყნის ოპოზიციურმა მუნიციპალურმა საბჭომ დროებითი მერი აირჩია. - სტამბოლის 314-წევრიანმა საბჭომ, რომელშიც ოპოზიციურ “სახალხო რესპუბლიკურ პარტიას” უმრავლესობა აქვს, დროებით მერად 177 ხმით პარტიის წევრი ნური ასლანი აირჩია, რომელიც მერის მოვალეობას იმამოღლუს ვადის ამოწურვამდე შეასრულებს.უცხოური მედიების ინფორმაციით, დროებითი მერის არჩევა ცენტრალურ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის სამართავად რწმუნებულის დანიშვნის საშუალებას არ აძლევს.თურქეთში საპროტესტო აქციები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრებას მოჰყვა. ის ოპოზიციური “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება.