თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან სამდღიანი ცალკეული მოლაპარაკებების შემდეგ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - რას ამბობენ ლიდერები და რა კონკრეტული პირობების შეწყვეტას ითხოვს კრემლი - Palitra News

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან სამდღიანი ცალკეული მოლაპარაკებების შემდეგ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - რას ამბობენ ლიდერები და რა კონკრეტული პირობების შეწყვეტას ითხოვს კრემლი

2025-03-26 20:56:38+04:00

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან სამდღიანი ცალკეული მოლაპარაკებების შემდეგ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე, უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფასა და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე შეთანხმდნენ. კრემლი გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის საკუთარ პირობებს ასახელებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საკუთარ ადმინისტრაციასთან ერთად რუსეთის პირობების ძირეულად შესასწავლად მუშაობს. კრემლი აცხადებს, რომ აშშ-სთან კონტაქტები გრძელდება. რას ამბობენ ლიდერები და რა კონკრეტული პირობების შეწყვეტას ითხოვს კრემლი?