კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მახათას მთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი, დაახლოებით, 11 ჰექტარია და პროექტის ფარგლებში, ფართებით დამატებით 300-მდე დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება. კალაძის ცნობით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 500 პირი დაკმაყოფილდა.