„საქართველო დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გერმანიამ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა იმ ქართველ პირებს, რომლებსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობას ანიჭებს. ელჩის განმარტებით,, დასანქცირებული პირების ვინაობის გასაჯაროებას გერმანიაში მოქმედი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონები კრძალავს. კითხვაზე, თუ ვის ენიჭება პასუხისმგებლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ელჩმა უპასუხა, რომ პასუხისმგებელი „საქართველოს მთავრობაა.