ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, სწორედ ამ დღეს გამოჩნდება თუ რამდენად აქტიური და ერთიანია ოპოზიცია მთავარ საკითხებში. 31 მარტის შემდეგ დაანონსებულია ახალი პლატფორმის გააქტიურება და ერთობლივი საგარეო ვიზიტები ევროპის ქვეყნებში . „ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ოპონენტები სალომე ზურაბიშვილთან ერთად ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის გამოწვევას ცდილობენ.