სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. პოლიტიკოსებმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნეს, რომელშიც აღიშნულია, რომ ედგარს რინკევიჩმა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ბალტიის რეგიონში ვიზიტის დასრულების შემდგომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშილთან ერთად ევროპის დედაქალაქებში ერთობლივ ვიზიტებს აანონსებს. ქართული ოცნება ზურაბიშვილს აკრიტიკებს და მას საქართველოს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.