გრიგოლ ვაშაძე კითხვას: რატომ არ გააფრთხილეს მოსალოდნელი ომის შესახებ მოსახლეობა? - მაშინ, როცა რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით - ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა - Palitra News

გრიგოლ ვაშაძე კითხვას: რატომ არ გააფრთხილეს მოსალოდნელი ომის შესახებ მოსახლეობა? - მაშინ, როცა რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით - ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა

2025-03-26 15:41:00+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსმენაც იგეგმება. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება. დღეს საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაიამ, შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. მანამდე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს ბადრი ჯაფარიძის საკითხის პროკურატურისთვის გადაცემას.