პროფკავშირების ოფისთან, სადაც მაღაროელები აქციას მართავენ, „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის დაპირისპირება იყო. მაღაროელები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მაღაროელები ითხოვენ 3 თვის სახელფასო დავალიანება აუნაზღაურდნეთ, კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა “ჭიათურა დატოვოს და მაღაროში მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღოს. პროტესტი ჯერ კიდევ ჭიათურაში 28 თებერვალს დაიწყო, შემდგომ აქციამ თბილისში გამოინაცვლა.