თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან სამდღიანი ცალკეული მოლაპარაკებების შემდეგ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე, უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფასა და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე შეთანხმდნენ. კრემლი გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის საკუთარ პირობებს ასახელებს. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს ომის დასრულება სურს, მაგრამ საკითხზე შესაძლოა ფეხს ითრევდეს. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, რადგან კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე კვირაში, საშუალოდ, 2 500 ჯარისკაცს კარგავს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში რუსეთის ქმედებები წარმოაჩენს სურს თუ არა მას რეალური მშვიდობა. კიდევ რას ამბობენ ლიდერები და რა კონკრეტული პირობების შეწყვეტას ითხოვს კრემლი.