პარტია „თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას 7 აპრილამდე აქვს ვადა შეასრულოს ის პუნქტები, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო. პუნქტები მათ შორის ეხება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და აქციების დროს დაკავებული პირების ათავისუფლებას. კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. ლევან ცუცქირიძე კი აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე საქართველოს ევროსაბჭოში წევრობის უფლება ოფიციალურად შეუწყდეს.