აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი ადასტურებს, რომ კომიტეტი დახურული ჯგუფიდან მიმოწერის გაჟონვის საქმეს გამოიძიებს. ჟურნალისტებთან საუბრისას, სენატორმა აღნიშნა, რომ სურს, გამოძიება ორპარტიული იყოს და კომიტეტს ჩატის სრულ ტრანსკრიპტზე სრული წვდომა ჰქონდეს.გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ ანტლანტიკის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჩაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.