სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს მართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს. ზურაბიშვილის გზავნილები ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას ეხება. ბალტიისპირეთში ვიზიტის შემდეგ, ევროპის დედაქალაქებში სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საერთო ვიზიტებია დაანონსებული.