საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა შედგა - საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის 12 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ საუბარი შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორისაც შედგა. განსახილველი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პროცესი და აღნიშნული ომის დროულად დასრულების პერსპექტივაა. მხარეების მხრიდან დამატებითი ინფორმაცია კი დღეს, დღის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს. რა მოლოდინი არსებობს მოლაპარაკების შედეგთან დაკავშირებით აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს შორის.