ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ევროპელ დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრება - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები - Palitra News

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ევროპელ დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრება - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები

2025-03-25 20:53:44+04:00

„საქართველოში კრიზისი მწვავდება და ქვეყანა ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგას“ - სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმს სწორედ ამ სიტყვებით მიმართა. ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ევროპელ დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრება. მის ვიზიტს ასევე ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური მხარეებიც ეხმაურებიან.