გერმანიის მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდგომ ქართული ოცნება კვლავ დიფ სთეითის გავლენებისა და ქართული ოცნების შანტაჟის მცდელობის შესახებ ალაპარაკდა. გერმანიის გადაწყეტილებას კი მიესალმებიან ოპოზიციაში, რომლის წევრებიც სანქციებს დასავლეთის სხვა ქვეყნებისგანაც ელოდებიან. კონკრეტულად ვინ მოხდვა გერმანიის სანქცირებულთა ახალ სიაში უცნობია, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ გერმანიაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსაც ეხებოდეს.