თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი 25-26 მარტს შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც ამერიკელ კოლეგას, მარკო რუბიოს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. - მოლაპარაკებების დროს ყურადღება სტრატეგიულ ნაბიჯებზე გამახვილდება, რომლებიც შეიძლება თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში გადაიდგას. წყაროების ინფორმაციით, დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხები რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პროცესი, სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობის გაღრმავებაა. წყაროები აცხადებენ, რომ ჰაკან ფიდანი ხაზს გაუსვამს თურქეთის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით აშშ-ის მცდელობებში, რასაც მეომარ მხარეებს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოჰყვეს.