ჩინეთიდან ვიზიტები 83%-ით, ინდოეთიდან კი 47%-ით გაიზარდა. PMCG-ის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მლნ შეადგინა, რაც მცირედით (4.6%-ით) აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. კვლევის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტების დაბალი ზრდა ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებას უკავშირდება.
ამასთანავე, 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა და ვიზიტების საერთო რაოდენობის 22% შეადგინა. მას მოსდევს თურქეთი და სომხეთი. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა რუსეთიდან, ხოლო შემცირდა თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა“. აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა ჩინეთს, საიდანაც ვიზიტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 88.6 ათასს მიაღწია. ვიზიტების მაღალი ზრდა შეიმჩნეოდა ინდოეთიდან და ისრაელიდანაც. რაც შეეხება ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან განხორციელებულ ვიზიტებს, გასული წლის მაჩვენებლებით მათი რაოდენობა 438 414 იყო, რაც საერთო ვიზიტების 6.8%-ია და დაახლოებით 4%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. თუმცა 2024 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ყოველ კვარტალში მცირდებოდა.