საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა - საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. უცხოური მედიის ცნობით, მხარეები შეხვედრის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას დღეს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გამოაქვეყნებენ. საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვს გრიგორი კარასინი და სერგეი ბესედა, ხოლო ვაშინგტონს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი წარმოადგენდნენ. რა მოლოდინი აქვთ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს.