პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს - დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები შპს „მაგნატის“ საქმეს განიხილავენ. კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს და კითხვებიც დაუსვეს თავად ამ კომპანიის მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიბარეს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ისინი პარლამენტში მისვლას არ აპირებენ. ამ თემას სპეციალური განცხადებით მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა და განმარტა, თუ რატომ არ ითანამშრომლებს საგამოძიებო კომისიასთან. რა კითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს ჯემალ ლეონიძესთან და რა პოზიია აქვთ „კოალიცია ძლიერი“ საქართველოს ლიდერებს.