გერმანიის მიერ ამოქმედებული სასანქციო რეჟიმის საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გერმანიის ხელისუფლებას ირმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში დემოკრატია მძიმე მდგომარეობაშია. გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს დამატებითი სანქციები გუშინ დაუწესა, თუმცა ამ ეტაპზე მათი ზუსტი ვინაობა უცნობია. გერმანიის მიერ ამოქმედებულ სანქციებს ოპოზიცია ქართველი ხალხის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერად აფასებს. თავის მხრივ, რას ამბობენ მმართველ პარტიაში და რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები უფრო დეტალურად.