საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა შედგა - რუსული მედიის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
გამოცემები წერენ, რომ მხარეები შეხვედრის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას დღეს, დღის ბოლომდე გამოაქვეყნებენ.
საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვს გრიგორი კარასინი და სერგეი ბესედა, ხოლო ვაშინგტონს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი წარმოადგენდნენ.
კრემლში განაცხადეს, რომ შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის, კერძოდ გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი იყო.