გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა ჰიდრო მეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თანამედროვე საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემის დანერგვა და მეტეოროლოგიური სადგურების მონტაჟი, ასევე, გრძელდება მყინვარული ხეობების კვლევა, რაც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შედეგად არსებული რისკების დეტალურ შეფასებას.