სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ოპოზიციონერებიც საუბრობენ - Palitra News

სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ოპოზიციონერებიც საუბრობენ

2025-03-25 09:35:12+04:00

სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე თბილისიშიც საუბრობენ. ოპოზიციონერთა შეფასებით. მთავარი ბერკეტი, რომელიც საერთაშორისო პარნტნიორებს აქვთ, სწორედ სანქციები და აშშ-ის სენატში დაინიცირებული „მეგობარი აქტია“. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ ეს დოკუმენტი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა ოპოზიციის რიგებში დასავლეთის მხრიდან განსხვავებული მოლოდინი არსებობს. დონალდ ტრამპის პოლიტიკა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ წევრს, ცოტნე კობერიძეს პოზიტიური მოლოდინის იმედს არ აძლევს. ხელისუფლების სხვა ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ შტატების სენატი ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.