დონალდ ტრამპი - უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ, ხელს მალე მოვაწერთ - ახლა ტერიტორიებისა და სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ - Palitra News

დონალდ ტრამპი - უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ, ხელს მალე მოვაწერთ - ახლა ტერიტორიებისა და სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ

2025-03-24 22:35:08+04:00

უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მალე გავაფორმებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. ხელს მალე მოვაწერთ. ახლა ტერიტორიების შესახებ ვსაუბრობთ. სადემარკაციო ხაზების შესახებ ვსაუბრობთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინასთან ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიების მფლობელობაში გადაცემის საკითხი განიხილება.

„ელექტროსადგურის მფლობელობის საკითხზე ვსაუბრობთ. ადამიანები ამბობენ, რომ ელექტროსადგურს აშშ უნდა ფლობდეს, რადგან ჩვენ ამის ექსპერტიზა გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.