მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე სასამართლოში ჩვენება ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციელმა ლევან კოდელაშვილმა მისცა. ის დევიძეს ბრალად წარდგენილ ქმედებაში ამხელს და აცხადებს, რომ დროშის ტარი არა მხოლოდ მას, არამედ მის კოლეგებსაც მოუქნია.
სასამართლოში ასევე დაიკითხა საქმის მთავარი გამომძიებელიც.