მაღაროელები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ - Palitra News

მაღაროელები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ

2025-03-24 21:25:38+04:00

მაღაროელები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ისინი 3-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, „ჯორჯიან მანგანეზის მიერ“ ჭიათურის დატოვებასა და მაღაროში მიმდინარე სამუშაოებზე სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ. მაღროელების ითხოვენ, რომ შეიქმნას „ჭიათურის სააქციო საზოგადოება“, რომელსაც მაღაროს 5%-იანი წილი ექნება და ის ქალაქის განვითარებაზე იზრუნებს. დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მაღაროელებმა საპროტესტო მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებლისკენ“ გადაინაცვლეს. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საეთერო დროის დათმობას ითხოვენ.