აშშ-ის სენატში "მეგობარი აქტის" განხილვამდე 3 დღით ადრე „ქართული ოცნება“ კვლავ დოკუმენტის ინიციატორებს აკრიტიკებს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

აშშ-ის სენატში "მეგობარი აქტის" განხილვამდე 3 დღით ადრე „ქართული ოცნება“ კვლავ დოკუმენტის ინიციატორებს აკრიტიკებს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-03-24 15:33:40+04:00

აშშ-ის სენატში მეგობარი აქტის განხილვამდე 3 დღით ადრე „ქართული ოცნება“ კვლავ დოკუმენტის ინიციატორებს აკრიტიკებს. უმრავლესობა უცხოელი პოლიტიკური აქტორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის მცდელობაზე საუბრობს. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია, რომელიც მეგობარ აქტს ქართველი ხალხის მხარდამჭერ და “ქართულ ოცნებაზე“ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების აქტს უწოდებს.