ჭიათურაში 25 დღიანი პროტესტის ფონზე „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ გათავისუფლებული მაღაროელები აქციას ამჯერად თბილისში მთავრობის კანცელარიასთან მართავენ - რა ხდება ადგილზე - Palitra News

ჭიათურაში 25 დღიანი პროტესტის ფონზე „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ გათავისუფლებული მაღაროელები აქციას ამჯერად თბილისში მთავრობის კანცელარიასთან მართავენ - რა ხდება ადგილზე

2025-03-24 15:13:35+04:00

ჭიათურაში 25 დღიანი პროტესტის ფონზე „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ გათავისუფლებული მაღაროელები აქციას ამჯერად თბილისში მთავრობის კანცელარიასთან მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული მოგება არა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ განკარგოს. საკითხს ეხმაურება “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”. ორგანიზაციის ინფორმაციით, ,,ჯორჯიან მანგანეზს’’ მაღაროელებისათვის ამ დრომდე არ გადაუხდია ბოლო ორი თვის კუთვნილი შრომის ანაზღაურება, რაც შრომითი უფლებების უხეში დარღვევაა.