ისრაელმა ხან იუნისში მდებარე საავადმყოფოზე იერიში მიიტანა - Palitra News

ისრაელმა ხან იუნისში მდებარე საავადმყოფოზე იერიში მიიტანა

2025-03-24 12:40:54+04:00

ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში გრძელდება. ისრაელმა ხან იუნისში მდებარე საავადმყოფოზე იერიში მიიტანა. როგორც თელ ავივში აცხადებენ, ნასერის საავადმყოფოზე იერიშის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი და მისი თანაშემწეა მოკლული. ისმაილ ბარჰუმი, რომელიც „ჰამასის“ ფინანსური საქმეების ხელმძღვანელია, საავადმყოფოში მას შემდეგ მკურნალობადა, რაც 20 მარტს ისრაელმა ღაზაზე მასირებული საჰაერო იერიში განახორციელა. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ხუთი ადამიანია დაღუპული, რამდენიმე კი დაშავებულია.