"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა - მომდევნო ეტაპისთვის ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი საქართველოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება - Palitra News

"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა - მომდევნო ეტაპისთვის ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი საქართველოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება

2025-03-24 12:37:20+04:00

„დინამო არენაზე“ "ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. მანამდე ერევანში გამართულ პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 0:3 დაამარცხა. მომდევნო ეტაპისთვის ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი საქართველოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.