ამერიკის შეერთებული შტატების სენატი 27 მარტს MEGOBAR ACT-ს განიხილავს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი 27 მარტს MEGOBAR ACT-ს განიხილავს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-03-24 12:35:33+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი 27 მარტს MEGOBAR ACT-ს განიხილავს. დოკუმენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და იმ პირების დასანქცირებას გულისხმობს, რომლებიც დოკუმენტში არსებული ჩანაწერის თანახმად, ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მხარდასაჭერი და ქართულ ოცნებაზე სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების აქტია. თავად "ქართული ოცნება" უცხოელი პოლიტიკური აქტორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების შანტაჟზე საუბრობს.